რე|ბანკი Tbilisi Mural Fest 2021-ის სპონსორია

რე|ბანკი უკვე მესამე წელია TBILISI MURAL FEST-ის სპონსორია. „პაშა ბანკის“ ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, წელსაც ცნობილი უცხოელი და ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოიხატა ქალაქის 8 კედელი.

პროექტი ჩატარდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

რე|ბანკის უშუალო დაფინანსებით წელს თბილისში მოიხატა დამატებით ოთხი კედელი:

  • Monkeybird, საფრანგეთი - მ.წინამძღვრიშვილის 97
  • Faith XLVII, სამხრეთ აფრიკა - ათონელის 4
  • ტიაგო მაზა (Thiago Mazza), ბრაზილია - ვარკეთილის III მასივი
  • დავით სამხარაძე, საქართველო - ვარკეთილი, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა4

პროექტის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად რე|ბანკი იწყებს წამახალისებელ გათამაშებას ინსტაგრამზე, ფეისბუქზე და ტიკ-ტოკზე. გათამაშების წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე https://rbnk.ge/MuralFest21 .

Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში რე|ბანკის დაფინანსებით მოხატული კედლები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში: http://rbnk.ge/MuralFest .

„გვეამაყება, რომ ფაქტობრივად დაარსების დღიდან რე|ბანკი „თბილისი მურალ ფესტის“ მხარდამჭერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობები და მით უმეტეს ასეთ სასარგებლო ინიციატივებში მონაწილეობა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასე გვილამაზებენ ქალაქს“, -აცხადებს რე|ბანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ანანო ქორქია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო