თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების ხელშემწყობია მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი

ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც ეპიდვითარება შეაფასა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირდება. ამასთან, გარდაცვალების პროპორცია 1.4%-ის ფარგლებში რჩება.

„დღეს მთავარი არის ის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, ყველას გვესმის, რომ ამას ხელს უწყობს.

ძალიან საყურადღებოა დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება გააქტიურდეს. ის ინტერვალი, რაც არის დაწესებული აცრებს შორის, დავიცვათ. მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა