სოზარ სუბარი - ქუჩაში სიარული კი არა, აღმა-დაღმა სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ, იმდენი მაინც ვერ გამოჩნდებიან, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ

ქუჩაში სიარული კი არა, აღმა-დაღმა სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ, იმდენი მაინც ვერ გამოჩნდებიან, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ და გაამხნევონ, - ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სუბარის შეფასებით, “ცხადია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გამოგონილ ყალბ დღის წესრიგს არ მიჰყვება“.

“რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, იმ ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულოს, ვინც მას ხმა მისცა და საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდეს. უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას შეეშვას. თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი რასაც მიაღწევენ, საკუთარი მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა