ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებაა „ევექსის“ ჰოსპიტალურ ქსელში, რომელსაც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80% უკვე ვაქცინირებულია.

„ევექსის“ ცნობით, ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ვაქცინაციის მხარდაჭერას ემსახურება და ჰოსპიტლებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

„მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი ენიჭება ქსელში შემავალ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული. მინიმალური ზღვარი უკვე გადალახა და მწვანე ჰოსპიტლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ სამედიცინო ცენტრებს: ფოთის ჰოსპიტალი (91%), ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (82%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (84%).

აღსანიშნავია, რომ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 2020 წლის 13 სექტემბრიდან ჩაერთო და დღემდე კოვიდ-კლინიკის სტატუსით აგრძელებს ფუნქციონირებას. ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გაშლილი. ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ექიმების ძალისხმევით 1 800-ზე მეტი განკურნებული პაციენტი გაეწერა ბინაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა