ირაკლი კობახიძე - ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები - რა თქმა უნდა, თუ ისინი ლობისტურ საქმიანობას განაგრძობენ, მოგვიწევს მათ კრიმინალების მფარველები ვუწოდოთ

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები - რა თქმა უნდა, თუკი ისინი ასეთ ლობისტურ საქმიანობას განაგრძობენ, ჩვენ მოგვიწევს მათ კრიმინალების მფარველები ვუწოდოთ, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, როდესაც ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი იუსტიციის მინისტრს წერილს წერს, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, “თუკი ადამიანი სახელმწიფოს არ სცემს პატივს, ბუნებრივია, სახელმწიფოსგან შესაბამისი პასუხი ექნება“.

“საუბარია მცირერიცხოვან ჯგუფზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა ყველაფერს ხედავს და ყველაფერს სათანადოდ აფასებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. არის ლობისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც ის ერთ-ერთი ევროპარლამენტარიც მიეკუთვნება, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. ისინი დიდი ხანია კრიმინალური პოლიტიკური ძალის ლობისტები არიან და პასუხისმგებლობას იზიარებენ დანაშაულებზე რაც 2012 წლამდე იქნა ჩადენილი. თან საუბარია რა დანაშაულებზე: - წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ასე შემდეგ. მაშინაც ლობისტები იყვნენ. რა თქმა უნდა, თუკი ისინი ასეთ ლობისტურ საქმიანობას განაგრძობენ, ჩვენ მოგვიწევს მათ კრიმინალების მფარველები ვუწოდოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა