ირაკლი კობახიძე - ყველაფერი ერთადერთი მიზნითაა, რომ სააკაშვილი რამენაირად გაიყვანონ ციხიდან - ამ ახირებას ვერ გავყვებით

ორ კვირაზე მეტია სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. რომ გადავხედოთ ამ ორ კვირას, ამის საჭიროება არ არსებობდა - ყველა მაჩვენებელი წესრიგშია და ადამიანი, რომელსაც ციხეში ყოფნა ეკუთვნის, რატომ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საავადმყოფოში, ეს გაუგებარია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, აბსურდულია.

„მოთხოვნა არის აბსურდული და უკვე აბსურდის თეატრია, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი მხრიდან ახირებაა მისი არგადაყვანა. სინამდვილეში ხდება რა - ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ. ხედავთ, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ამის აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ორი კვირა და მეტი სამოქალაქო კლინიკაში, გაუგებარია. აბსურდია. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში, რა იქნებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან, ერთი ის, რომ ადამიანი, რომელიც ციხეში უნდა იყოს, გაუგებარი მიზეზების გამო ციხის გარეთ იქნებოდა - თანასწორობა დაცული უნდა იყოს. ასევე იქნებოდა მუდმივი რისკი, საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების არასაჭირო მობილიზაცია მაშინ, როდესაც შეიძლება რომ სხვანაირად განვითარდეს პროცესები - იყოს მცდელობები და ა.შ. ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნითაა, რომ სააკაშვილი რამენაირად გაიყვანონ ციხიდან. ეს დღესავით ნათელია და ბუნებრივია, ამ ახირებას ვერ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, როგორ შეიძლება საზოგადოებამ დაიჯეროს, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებები, კობახიძე პასუხობს: „რა დაჯერება უნდა, ადამიანი ნორმალურ მდგომარეობაშია“.

„უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა სააკაშვილს და ყველა თავისი თვალითაც რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ ექიმები ყოველდღიურად გაავრცელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, კობახიძე ამბობს, რომ საუბარია ანალიზის პასუხებზე, რაც გამოქვეყნებული იქნება.

„რაც შეეხება გასავრცელებელ ინფორმაციას, ის უკავშირდება მაჩვენებლებს, რომელსაც ვერავინ გააყალბებს, საუბარია ანალიზის პასუხებზე, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, წესრიგშია და სამომავლოდ იქნება გამოქვეყნებული“, - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“