ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკური ზეწოლის ის ნიაღვარი, რაც ჩვენს წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ მიმდინარეობდა, დღესაც გრძელდება

პოლიტიკური ზეწოლის ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ მიმდინარეობდა, დღესაც გრძელდება-ზეწოლა, მუქარა, ტერორი ყველა იმ მეწარმის, ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენი მხარდაჭერის სურვილს გამოიჩენს,-ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე.

ლილუაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულია და ცხრა წლის თავზე, „ქართული ოცნებიდან“ ტყუილი და სიძულვილი დარჩა.

„ერთი წამით შეჩერდით, თავი დაანებეთ ამ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას. იქნებ მოახერხოთ და გაიაზროთ როგორ სახელმწიფოს აშენებს დღეს „ოცნება“?! რა ჰქვია სახელმწიფოს, სადაც ფაქტობრივად, მოშლილია ყველა ინსტიტუტი? რა ჰქვია სახელმწიფოს, სადაც მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია, მხოლოდ ტყუილით პასუხობს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, მხოლოდ სიძულვილით მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ? ტყუილი და სიძულვილი, სამწუხაროდ, ეს არის ის, რაც დარჩა „ქართული ოცნებიდან“ მე-9 წლის თავზე. ყველა მიღწევა, რისთვისაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივაღწიეთ, აღარ არსებობს. ამას გვითითებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც თქვენ ცალკეულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ინდივიდებს ეძახით და არა ამ ქვეყნის დასავლური მომავლის მხარდამჭერებს“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი ძალა განაგრძობს ტერორს და დაშინებას იმ მეწარმეების და ადამიანების მიმართ, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ის ძალაუფლება, რაც „ოცნებას“ აქვს. თქვენ არ გაინტერესებთ ამ ძალაუფლების შედეგი, ეს ნიაღვარი დღესაც გრძელდება-ზეწოლა, მუქარა, ტერორი ყველა იმ მეწარმის, ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ჩვენი მხარდაჭერის ნიშანს. ფინანსური პოლიცია იქნება, სუს-ი თუ პოლიცია, რომლის ძირითადი მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, ამ ინსტიტუტების რესურსი მომართულია დაშინებაზე, პოლიტიკურ ტერორზე ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების მიმართ“,-აცხადებს ლილუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო