მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში 79 ხმით მიიღეს. მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ასევე 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე წერილობითი განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწერეს.

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიაში წარდგენილი ჰერმან საბო შეცლის. რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ შემთხვევაში „ლელო“ საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, რადგან პარტიის საარჩევნო სია სრულად ანულირებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა