ხატია დეკანოიძე ხელისუფლებაზე - არ მესმის, როგორ თამაშობენ ასე ადამიანის ბედით, როგორ ეთამაშებიან სიკვდილს და როგორ ჩაგვაყენეს ამ ფერხულში, სიკვდილთან თამაშის

კარგად ჩანს სურათი - ღარიბაშვილი ხელს აწმენდს ბატონ ბრეგაძეს და შემდეგ ის უფრო დაბალ რგოლს, ციხის ადმინისტრაციას - არ მესმის, როგორ თამაშობენ ასე ადამიანის ბედით, როგორ ეთამაშებიან სიკვდილს და როგორ ჩაგვაყენეს ამ ფერხულში, სიკვდილთან თამაშის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდება.

„უნდა ესმოდეს ბატონ ბრეგაძეს, რომ ევროპარლამენტარების არშეშვება, კონსილიუმის გაუქმება, რაც თვითონ გააკეთეს, მისი და ამ რეჟიმის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, დეკანოიძის თქმით, ხოშტარია სუსტადაა და მისი კლინიკაში გადაყვანა „კარგი იქნებოდა“.

„რას ნიშნავს, მხედ არის? ძალიან სუსტადაა, ორი კვირაა შიმშილობს. ეს არის ძალიან მძიმე. გადასხმას იკეთებს და გასაგებია, რომ ეს რაღაც სასიცოცხლო მაჩვენებლები მოჰყავს ფორმაში, მაგრამ ჩემი პოზიცია ელენემაც იცის, საერთოდ არ მინდა, რომ შიმშილობდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კლინიკაში მისი გადაყვანა კარგი იქნებოდა. თუმცა მას ჰყავს მკურნალი ექიმი და მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, როგორც მისმა მეგობარმა. გამოსავალი არის ერთდერთი. უმრავლესობას მინდა მივმართო, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ამ ორი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. როგორმე, ყველამ ერთად“,- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო