გიგა ბოკერია - მე ყველას შიმშილობის წინააღმდეგი ვარ იმ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, რომელსაც ვუპირისპირდებით

მე ყველას შიმშილობის წინააღმდეგი ვარ იმ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, რომელსაც ვუპირისპირდებით - არ შეიძლება, გათვლა გვქონდეს რეჟიმის რაციონალურ ნაბიჯებზე, რომელიც ერთი მხრივ მორყეულია, მაგრამ მეორე მხრივ, სურს ძალის დემონსტრირება მოახდინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულების განაცხადა, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.

მისი თქმით, ოპოზიცია გრძელვადიანი ბრძოლისთვის უნდა იყოს მზად, ამ პირობებში კი პრობლემაა ის, რომ შიმშილობის შედეგად ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია.

"სარისკო ვითარებაა, მე სწორედ ამიტომ ვარ შიმშილობის მოწინააღმდეგე ისეთი რეჟიმის პირობებში განსაკუთრებით, როგორთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, ეს ძალიან სარისკო ამბავია და იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა სწრაფად იქნება განმუხტული, რადგან ადამიანების სიცოცხლეა საფრთხეში და ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიასი. რეჟიმს, ივანიშვილს და მის გარემოცვას ახლა აქვს ამოცანა, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს პერმანენტულად, ჩვენ წინააღმდეგობისთვის უნდა ვიყოთ მზად რაც არ უნდა დიდი დრო საჭირდებოდეს ამას. ამ შემთხვევაში პრობლემაა სწორედ შიმშილობა, რადგან ეს პროცესი თუ იწელება, რისი ნიშნებიც არის, შიმშილობა ამ დროს ქმნის დრამატულ საფრთხეს ადამიანების სიცოცხლის,"- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას შეეძლო რომ გადაედგა გარკვეული ნაბიჯები, რომელიც სიტუაციას არ გაამწვებდა და არც მათ შეუქმნიდა საფრთხეს, თუმცა, მათი მიზანი სწორედ ვითარების გამწვავებაა და ძალის დემონსტრირებაა.

"სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამოცანა ხომ სწორედ ის იყო, რისი დემონსტრირებაც მოაწყვეს იქ კრიმინალებმა. მარტო სააკაშვილის დამცირება კი არ ხდება, ტრადიციების დანგრევა ხდება და ისეთი ჭრილობის გახსნა, რაც ძალიან რთული განსაკურნებელი იქნება, ამისთვის გააკეთეს ეს. მათი რიტორიკა ჯანდაცვასთან დაკავშირებით მეორადია, მთავარი მათთვის იყო ამის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ასე მოიქცნენ და იქცევიან, თორემ, ბევრი სხვა გამოსავალი არსებობდა, მათ შორის, ისეთი, რომელიც რეჟიმს პრობლემას არ შეუქმნიდა, მაგრამ არ გაამწვავებდა ვითარებას, სწორედად რომ ვითარების გამწვავება არის რეჟიმის ამოცანა, რომ წინააღმდეგობა გატეხოს, საბოლოო ჯამში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ მზად ვიყოთ ამ ბრძოლისთვის, ოღონდ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ,"- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო