მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს მხარდაჭერისთვის

მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს, იოსებს, მხარდაჭერისთვის. მინდა თქვენს მოწოდებაზე გიპასუხოთ, რომ მეუფეო, ძალიან ბევრს ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის და მისი და ჩემი თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებსა და პაატა ბურჭულაძეს.

„მივესალმები ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში - შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა.

ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. პიროვნებას, რომელიც ამასწინათ ჩემს მიერ აშენებულ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, უხდება შიმშილობაში ჩართვა - ეს სამარცხვინოა. მეორეს მხრივ - ეს არის კეთილშობილების და დიდბუნებოვნობის უმაღლესი აქტი”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა