ნინო ლომჯარია - ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებაზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების საშუალება არ მიეცა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს.

"ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ უკრაინის ომბუდსმენთან. მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია ის, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებაზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ომბუდსმენის აპარატი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეს ინსტიტუტი აღიარებულია, რომ სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები. მე მხარს ვუჭერ უკრაინის ომბუდსმენის აპარატს და ვფიქრობ,საქართველომ არა მხოლოდ, როგორც მეგობარმა სახელმწიფომ, არამედ ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესის გამჭვირვალობას", - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა