რუსთავში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქის იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კოსპუსების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, თბილისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის რეაბილიტაციის პროექტი მზად არის, მისი ღირებულება 400 ათასი ლარია.

,,რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ვიმუშავებთ მთელი გუნდი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამასაც, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. თბილისის ქუჩაზე არსებული ეს საცხოვრებელი კორპუსი მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან სწრაფ ჩარევას საჭიროებს, პროექტი მზად არის, მისი ღირებულება 400 ათასი ლარია. მსგავსი კორპუსი, რუსთავში რამდენიმე გვაქვს და ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მათი გამაგრება-რეაბილიტაცია. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა განხორციელდეს ეს პროექტი და ყველა რუსთაველმა საცხოვრებელ სახლში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციას, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. მათივე ცნობით, ნინო ლაცაბიძის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო გამოყოფილი და რუსთავის მერიის მიერ მომზადებულ 2022 წლის ბიუჯეტშიც აისახა.

თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ყველა შენობაზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნა მზადაა, პროექტები შესყიდულია და სამუშაოს შემსრულებლის გამოსავლენად, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

2022 წელს, რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტებზე გასულ წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია პრიორიტეტულ პროექტებშია გაწერილი. გასულ წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოში განსახილველად უკვე შეიტანა”, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა