ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.

„შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორმა, შმაგი ჭანკვეტაძემ. მან ისაუბრა საქართველოში ტრადიციულად ჩამოყალიბებულ შემწყნარებლურ გარემოზე და აღნიშნა რელიგიის სააგენტოს როლი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაამკვიდრა ტრადიცია - ერთ-ერთი რელიგიური თემი სხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებსა და მრევლს მასპინძლობს. ეს კი ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციების უფრო მეტ დაახლოებასა და შემწყნარებლური გარემოს განმტკიცებას.

ტოლერანტობის დღის პირველი მასპინძელი 2016 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, შემდეგ წლებში - ქართველ ებრაელთა თემი, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაცია, საქართველოს მუსლიმთა თემი და საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი. მეექვსედ -ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ქართველი პროტესტანტები მასპინძლობენ, ტრადიცია გრძელდება.

შეკრებილთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა კავშირის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, ეზიდთა თემის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც განსაკუთრებით გამოყვეს რელიგიის სააგენტოს როლი რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დასასრულ, მასპინძელი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის სახელით, ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს პასტორმა გიორგი ჩიტაძემ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო