ირაკლი ლექვინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამლისა და სამკურნალო საშუალებების ფასების ექსპერტი, ლუკა ვუნ კინო, ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში, თინათინ ტურძელაძე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანადაძე, ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, გელა ჩარკვიანი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ქედელიძე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ მონიტორინგის პროცესში წარმოდგენილ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა

„ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი თამაშის წესების განსაზღვრისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოვადგინეთ. მნიშვნელოვანია დაბალანსდეს ბაზრის მაღალი ინტეგრაციისა და ჰოლდინგური სტრუქტურის შესაძლო უარყოფითი, კომერციული გავლენა და განეიტრალდეს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობა, ანგარებიანი ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა ჰოლდინგებთან დაკავშირებით, ასევე ვთვლით, რომ აუცილებელია რეცეპტი იყოს მხოლოდ გენერიკული და ალტერნატივების შემცველი, რაც არის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ფუნდამენტური საშუალება. ამასთან, რეცეპტი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული, რათა დარგის მარეგულირებელს შეეძლოს ბაზრის ეფექტიანი კონტროლი. საუკეთესო ევროპული გამოცდილების და ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება", - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მხარეებმა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები განიხილეს. იმსჯელეს მოსალოდნელ შედეგებზე, ასევე, სხვა ქვეყნის მაგალითებზე მსგავსი რეფორმები როგორ და რა მიმართულებით განხორციელდა, ბაზრის დარეგულირების შემდგომ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რა შესაძლო რისკების გამტარია.

ამასთან, შეხვედრაზე ლუკა ვუნ კინოს მიერ აღინიშნა, რომ მედიკამენტების ფასი სენსიტიური საკითხია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები - რეცეპტისა და დანიშნულების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენი მიგნებები შუალედური მონიტორინგის ფარგლებში. მხარეებმა, სამომავლოდ, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისათვის და თითოეულ საკითხზე სიღრმისეულ მსჯელობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო