საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თქმით, ამით ხელი შეეწყობა ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. სილიკონის ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

„კატაპულტის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერმა დამსწრე აუდიტორიას ფონდის გეგმები გააცნო. ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.

ცნობისთვის, „კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება 100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელეს. ფონდის მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com -ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club -ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly -ში (შეიძინა Nestle -მ $1,5 მილიარდად) IfOnly -ში (შეძენილია Mastercard -ის მიერ) MapR Technologies -ში (შეძენილია HP -ის მიერ) და მრავალი სხვა.

ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს Madison Reed , Qumulo , InsideView , Price.com , Zenplace , Kanler , Joy , Manufactured.Net , BillFloat და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures -ის პარტნიორები საქართველოში არიან “სტარტაპ გრაინდ თბილისი” და US Market Access Center .

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა