ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა დღეს არ მიიღო მედიკამენტები - ძალიან საშიშია, რომ არ იღებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხესთან მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში არ უშვებენ.

მისი თქმით, დაელოდება და მანამდე არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს.

როგორც ექიმმა აღნიშნა, დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა არ მიიღო მედიკამენტები.

„გუშინ არ შემიშვეს, ახლა არ ვიცი მიზეზი რა იყო, რომ მოვედი, დაახლოებით ერთი საათია აქ ვარ, მითხრეს მოიცადეო, ახლა მითხრეს, რომ სახალხო დამცველი შედის და შენ მერე შეგიშვებთო. ჩემი ინტერესი იყო, რომ კონსილიუმს შევხვედროდი და ერთად გვენახა ეს ყველაფერი.

დღეს ნამდვილად მინდა, რომ ვნახო პრეზიდენტი. აქედან არ წავალ თუ არ ვნახე პრეზიდენტი. ვიცი, რომ უფრო სუსტად არის. დღეს არ მიიღო მედიკამენტები, როგორც ვიცი ტელევიზიიდან და ადვოკატებისგან. ძალიან საშიშია, რომ არ იღებს მედიკამენტებს, სამი მედიკამენტია, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო დღეს“, - განაცხადა პირადმა ექიმმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ