გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ვაშაძის, აღმაშენებლის, დიდგორის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში თელოვანი, დიდგორი, ძველი ვეძისის ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო