თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აძლიერებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გააფორმა.

უწყების ცნობით, დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.

მათივე ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.

„მემორანდუმის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.

განახლებული მემორანდუმი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრებს, კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას გულისხმობს. ასევე, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისის“ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავდაცვის ძალებში დაგეგმილ სხვადასხვა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებებში ჩაერთონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,აისთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გააფორმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს