გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარია არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს

როგორც ჩანს, ომბუდსმენი არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის განცხადებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, საქმეში მესამე მხარედ ჩაერთოს.

მაჭარაშვილის თქმით, სახალხო დამცველს უნდა სააკაშვილის ადვოკატობა, რის საშუალებასაც სტატუსი არ აძლევს და ამ ფორმით სურს პროცესში ჩაერთოს.

„სახალხო დამცველის თხოვნას რაც შეეხება საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ის არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რომ რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი. მას იმდენად უნდა ადვოკატობა სააკაშვილის, რომ სტატუსი არ აძლევს ამის საშუალებას და ამ ფორმით უნდა პროცესში ჩაერთოს. სხვა მიზანი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს ის სასამართლოა, რომელიც კარგად იცნობს, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას. ეს აღნიშნა კიდეც თავის პრესრელიზში და თქვა, რომ ეს ის პატიმარია, რომლის მიმართ არის ბევრი საქმე და გამამტყუნებელი განაჩენი,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართოს მესამე მხარედ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა