ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მედიკოსები შეიკრიბნენ. ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათი შეფასებით, თუ სააკაშვილს დაუყოვნებლივ არ გადაიყვანენ სათანადო კლინიკაში, შესაძლოა, მისი შიმშილობა ფატალური შედეგით დასრულდეს.

ექიმებმა წერილი წაიკითხეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადასცემენ.

„დღეს ჩვენ მოვედით ევროკავშირის შენობასთან და ვთხოვთ ევროკავშირს დახმარებას, ისევე, როგორც ვიყავით აშშ-ის საელჩოსთან, ისევე, როგორც გავაგზავნეთ ექიმებმა წერილები ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციებში, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსში და ა.შ. ექიმები პაციენტის უფლებების დაცვას ვითხოვთ. პაციენტი არის ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სრულიად დაუცველია. გვინდა,რომ მან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება მოიპოვოს",-განაცხადა საქართველოს გასტროენტოროლოგთა და ჰემატოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი საზოგადოებრივი აქტივობა. როგორც მან აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ მის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.

ამასთან, როგორც მანანა ჯებაშვილი აცხადებს, გლდანის მე-18 დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. "არ არის სწორი ინფორმაცია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება მრავალპროფილური და სრულად აღჭურვილია",- განაცხადა ჯებაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა