ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მშვიდობიანი აქციების მიზანია ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას წინააღმდეგობა გაუწიონ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მშვიდობიანი აქციების მიზანია ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას წინააღმდეგობა გაუწიონ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„თუკი, ადრე „ქართული ოცნება“ სიტყვით მაინც ამბობდა, რომ ქვეყნის ამოცანაა ევროპული მიმართულებით სვლა, ახლა უკვე სიტყვითაც პირდაპირ განაცხადა ანტიდასავლური მიმართულება და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მონაპოვარი. ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ცვლილებას საგარეო კურსში და ამას ემსახურება ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი მანიფესტაცია. ჩვენ ამ წინააღმდეგობას გავაგრძელებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის ავტოკრატიულ უფსკრულში გადაჩეხვა, სადაც არანაირი მომავალი ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეებისთვის აღარაა. ამიტომ, ყველას გელოდებით პარასკევს, 15:00 საათზე, სამ ლოკაციაზე მეტროსადგურებთან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ პარასკევს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“ მსვლელობას აანონსებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა