მამუკა ხაზარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი, ზეპარტიული მოძრაობა იმიტომ, რომ ხდება ქვეყნის კურსის შეცვლა, ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება

დღეს ჩვენ კოალიციურ რეჟიმში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა, ზეპარტიული მოძრაობა იმიტომ, რომ ხდება ქვეყნის კურსის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება. ამას ჩვენ არ დავუშვებთ! - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძესთან, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად, ქართველი ხალხის გენოციდი მოახდინა.

„ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული მოქალაქის საქმე; ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად [მანიფესტაციას]. თავისუფალმა ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე წელია ჩვენს საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს. ამას არ დავუშვებთ! პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას მივმართავ, რომ შემოგვიერთდით! ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება იმიტომ, რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, სად ვიქნებით თითოეული ჩვენგანი და ჩვენი შვილები იქნებიან თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები, თუ ისევ მოსკოვში გადაწყდება, როგორი ფილმი უნდა იქნას გადაღებული საქართველოში. დღეს საკითხი არის ძალიან მძიმედ იმიტომ, რომ ქვეყანაში, როგორც არასდროს არის ძალიან მაღალი ხარისხი სიკვდილიანობა კოვიდიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე ვართ სიკვდილიანობით და „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად, მოახდინა საქართველოს და ქართველი ხალხის გენოციდი, ეკონომიკა განადგურებულია, ინვესტიციები არ შემოდის, ადამიანები ტოვებენ საქართველოს, უმუშევრობაა, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა. ყველაფერი აქედან იწყება. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ქვეყანა შევცვალოთ, დავაბრუნოთ იმ მდგომარეობაში, რომ მართლა ყველამ იწამოს, რომ საქართველოს აქვს წარმატების და გამარჯვების შანსი, უნდა დავიწყოთ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვით, ჩვენი კურსის და მონაპოვარის დაცვით, რომელსაც 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა თაობის ადამიანებმა თავისი სისხლით, ოფლით და შრომით მოიპოვეს. არ დავუშვებთ საქართველოს უკან დაბრუნებას იმ წიაღში, საიდანაც თავი დავაღწიეთ 30 წლის წინ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა