ვატო სურგულაძე - სასიკვდილო შედეგი შესაძლოა, ყოველ წუთს დადგეს - ძილში, დგომის დროს, საუბრისას - არ გვინდა, რომ მესამე პრეზიდენტი მოვკლათ

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ არ გადაიყვანენ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში, შესაძლოა, დაიღუპოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და მისთვის დახმარების გაწევა ძალიან საჩქაროა.

მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის ნორმალურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს. 2 კვირის განმავლობაში ცდილობენ, ამბულატორია საავადმყოფოს დაამსგავსონ, მაგრამ მარტო აპარატურის შეტანა არ არის. მთავარია, ვინ, როგორ იმუშავებს და როგორი ტიპის მონიტორინგი ესაჭიროება. არსებობს ნელსონ მანდელას წესები, შიმშილობის 47-ე დღიდან მსჯავრდებული პაციენტი უნდა იყოს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, არ უნდა რჩებოდეს მარტო, პულსი 24 საათის განმავლობაში უნდა გაკონტროლდეს. ამ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი შესაძლოა, ყოველ წუთს დადგეს - ძილში, დგომის დროს, საუბრისას. არ გვინდა, რომ ადამიანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოვკლათ. მერე არც ჩვენი კულტურა და ისტორია გვიშველის მსოფლიოს თვალში. ეს ძალიან საჩქაროა, რადგან სიკვდილი შეიძლება ყოველ წუთს დადგეს“, - განაცხადა სურგულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა