ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის 500%-იანი მატება ფიქსირდება - 60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში აცრები გააქტიურდა

მთავრობის მიერ წამოწყებული 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა.

ყველაზე მეტი აქტიურობა 60 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს შორის ფიქსირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნოემბრის შემდეგ აცრის მსურველების რაოდენობამ, თითქმის ყველა რეგიონში, 100%-ზე მეტით მოიმატა.

„საპენსიო ასაკის ყველაზე მეტი, 4849 ადამიანი, 8-დან 16 ნოემბრამდე, თბილისში აიცრა, რაც, წინა კვირის მაჩვენებლთან შედარებით, 238 პროცენტით მეტია.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, 8-16 ნოემბერს აჭარაში 60 წლის ზემოთ 1560 ადამიანი აიცრა, რაც 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე აცრილ მოქალაქეებთან შედარებით 290 %-ით მეტია.

60 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდთან შედარებით, 8-16 ნოემბერს აცრილთა რაოდენობის მატება ასეთია :

გურიაში აიცრა 1016 ადამიანი, 539%-ით მეტი, ვიდრე წინა პერიოდში.

თბილისი - 4849 ადამიანი, 238%-ით მეტი;

იმერეთი - 2900 ადამიანი, 330%-ით მეტი;

კახეთი - 1317 ადამიანი, 329%-ით მეტი;

მცხეთა-მთიანეთი - 356 ადამიანი, 424%-ით მეტი;

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 209 ადამიანი, 515 %-ით მეტი;

სამეგრელო და ზემო სვანეთი - 1815 ადამიანი, 396%-ით მეტი;

სამცხე-ჯავახეთი - 437 ადამიანი, 3245-ით მეტი;

ქვემო ქართლი - 961 ადამიანი, 358%-ით მეტი;

შიდა ქართლი - 1033, 649%“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა