სააკაშვილის ადვოკატი - დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კონსილიუმის დასკვნას

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე მივიდა.

ადვოკატის განცხადებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნას ელოდებიან.

თუთბერიძის თქმით, აღნიშნული დასკვნას როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში კარგი მტკიცებულებითი მნიშვნელობა ექნება.

„ვაპირებ მესამე პრეზიდენტის მონახულებას ჩვეულებრივ რეჟიმში. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კონსილიუმის დასკვნას. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის და ექნება კარგი მტკიცებულებითი მნიშვნელობა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალები საბოლოოდ შეიმუშავებენ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მე-18 დაწესებულებაში შეუძლებელია”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მის მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ​ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ციხეში ყოფილი პრეზიდენტი გუშინ მოინახულა.

როგორც ნინო ლომჯარიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ექიმებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი და დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისი დასკვნა კი უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს