2020-2021 წლებში ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის დასაცავად  949 889,93 ლარი, ავლაბრის ცერემონიების სასახლის დასაცავად კი  797 466,46 ლარია დახარჯული

2020 წელს და 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის დასაცავად, ჯამში 949 889,93 ლარის ხარჯია გაწეული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს უწყებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისთვის 512 747,74 ლარის ხარჯი გაწია, ხოლო 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში - 437 142,19 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება თბილისში მდებარე ავლაბრის ცერემონიების სასახლეს (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) სდსს-ს ინფორმციით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 1-ელ ნოემბრამდე, ჯამში, 797 466,46 ლარია დახარჯული, აქედან, 2020 წელს უწყებამ 439 258,15 ლარი დახარჯა, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი, 358 208,31 ლარი.

ამასთან, სდსს-ს ინფორმაციით, 2020 წელს და 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის მოვლა-პატრონობისთვის 1 803 393 ლარია დახარჯული. აქედან, 2020 წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის დახარჯულია 544 465 ლარი.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ჯამში დახარჯულია 194 000 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგოსთვის - 138 000 ლარი, ხოლო დანამატისთვის 21 500 ლარი. მიმდინარე რემონტისთვის კი, ჯამში, 12 397 ლარია დახარჯული.

ამავე შენობისთვის 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის დახარჯულია 844 762 ლარი. შრომის ანაზღაურებისთვის, ჯამში, 162 000 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგოსთვის 115 000 ლარი, ხოლო დანამატისთვის 18 00 ლარი.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია