საია-ს თავმჯდომარე - კონსენსუსი, შეთანხმება სისუსტე არ არის - მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით დაილაპარაკონ

კონსენსუსი, შეთანხმება სისუსტე არ არის - მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით დაილაპარაკონ, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა.

სიმონიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა.

„ჩვენი რჩევა იქნება, რომ მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთმანეთთან დაილაპარაკონ - გაიაზრონ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამ ყველაფერის შემდეგ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. შეთანხმება შეიძლება გარკვეულ კონსენსუსსაც მოიცავდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური პარტიები სწორედ ამ ძირითადი ღირებულებებით უნდა მოქმედებდნენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა