დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის, დავით დარასელიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

როგორც მამალაძე „ინტერპერსნიუსთან“ საუბარში აცხადებს, დეკანოზს კოვიდი სწორედ დარასელიასგან გადაედო.

„როგორც გავიგე, ჩემ ძმას მე-18 დაწესებულების დირექტორისგან გადაედო კოვიდი, ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემას ვითხოვ, მინიმუმ სამსახურიდან უნდა მოხსნან, ამ დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები არიან, დირექტორი ამ მომაკვდინებელი ვირუსით მომაკვდავ ადამიანებთან შევიდა“, - განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი მამალაძეს კოვიდი მსუბუქ ფორმებში აქვს, თუმცა, სხვა მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ვინაიდან პარალიზებულია და გადაადგილება არ შეუძლია.

„კოვიდი მსუბუქ ფორმებში აქვსო, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველამ იცის - პარალიზებულია და საჭიროებს მკურნალობას. გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება. არც შესაბამისი ექიმი, ინფრასტრუქტურა, აპარატურა არ არის. 3 წელია, რაც მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ვითხოვთ. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაც არსებობს ჩემი ძმის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მაინც არ გადაჰყავთ“, - აცხადებს მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედში“ რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა