მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი გამოცდილება გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალს აქვს.

„გუშინ გამოვიდა ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ექიმი და თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? ვერ გავიგეთ. თუმცა, თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ, ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ელენე ხოშტარიაა, ამ პერიოდამდე ციხის გარეთ შიმშილობა? რამდენი წელია არ გახსენდებათ? ანუ, ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. მოშიმშილის მართვის გამოცდილება, გამოდის, რომ რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო, მხოლოდ იმ დაწესებულებას აქვს, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. როგორც შიმშილობის დროს, ასევე შიმშილობის შემდეგ. თუ გამოცდილებაზეა საუბარი, ამ კლინიკას გამოცდილება აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს