სააკაშვილის ადვოკატი - როცა კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, რომ დიაგნოსტიკა მოეხდინათ, კლინიკაში არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა სასწრაფო წესით მიტანილ აპარატურასთან მუშაობა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, გუშინ მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებმა კრიტიკულ ზღვარზე დაბლა დაიწია, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

როგორც ადვოკატმა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განმარტა, მესამე პრეზიდენტის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა “კლინიკაში სასწრაფო წესით მიტანილი” აპარატურის გამოყენება არ იცოდა და როდესაც გუშინ კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, რომ დიაგნოსტიკა მოეხდინათ, არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ამ აპარატურასთან მუშაობა ეცოდინებოდა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, უფრო ზუსტად კალიუმის მაჩვენებელი გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარზე დაბლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, შესაძლებელია ამ შემთხვევაში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს კონსილიუმის მიმართ, რომელმაც გუშინ ესტუმრა და შეისწავლა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა არ იცოდა აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი. როდესაც კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, რომ დიაგნოსტიკა მოეხდინათ, არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა ამ აპარატურასთან როგორ ემუშავა.

ამასთან, სააკაშვილი მადლიერებას გამოხატავს ყველა ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დააყენა პროფესიული ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი რეაქცია, მათ შორის ვგულისხმობთ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეა სააკაშვილის პირადი ექიმი მის მონახულებას ვერ ახერხებს, ექიმის ჩარევის გარეშე კი მკურნალობის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„რამდენიმე დღეა ნიკოლოზ ყიფშიძე ვერ ახერხებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, პირადი ექიმის ჩარევის გარეშე კი მკურნალობის გაგრძელება ან რაიმე ტიპის სამედიცინო ზედამხედველობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყონ პირადი ექიმის დაშვება, როგორც ეს დაშვებული იყო მანამდე და დაივიწყონ ეს ბრაზი, რომელიც აქვთ პირადი ექიმის მიმართ. რაც ჩემთვის შესამჩნევია, სააკაშვილი ყოველდღიურად უფრო სუსტდება. ამ ეტაპზე წამლებსაც არ იღებს. ერთადერთი შემთხვევა როცა შეიძლება გარკვეული ტიპის მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს არის თუ ამაზე დაელაპარაკება მისი ექიმი. ამიტომ მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს უზრუნველყონ ექიმის დაშვება სააკაშვილთან, რათა შესაძლებელი გახდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამეტოზური მკურნალობის მიღება, რაც სააკაშვილის სიცოცხლის მყისიერ გადარჩენას ემსახურება”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა