მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორები, BTU-ს სტუდენტებისთვის სასწავლო კვირეულს გამართავენ

ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სასწავლო კვირეული რეგიონში პირველად, BTU-ში ტარდება. 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ლექციების ფართომასშტაბიან სერიას შესთავაზებენ შემდეგი მიმართულებებით: ინტერკულტურული კომუნიკაცია, ციფრული ტრანსფორმაცია, მენეჯმენტი, მარკეტინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსები.

კვირეულში მონაწილე სტუდენტებსა და პერსონალს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებთან, სტუდენტებთან და პერსონალთან კონტაქტების დამყარების და შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

BTU-ს საერთაშორისო სასწავლო კვირეულის მონაწილე პროფესორები და სტუდენტები:

University of Louisiana Monroe (აშშ)

Catholic university of Leuven (ბელგია)

Humak University (ფინეთი)

Koblenz University of Applied Sciences (გერმანია)

University of A Coruna (ესპანეთი)

Cyprus University (კვიპროსი)

Pontifical University of Salamanca (ესპანეთი)

University of Salamanca (ესპანეთი)

Jagiellonian University (პოლონეთი)

Rzeszow University of Technology (პოლონეთი)

Nicolaus Copernicus University (პოლონეთი)

Gdańsk University of Technology, Faculty of Management and Economics (პოლონეთი)

University of Szczecin (პოლონეთი)

Ljubljana School of Business (სლოვენია)

University of Ss. Cyril and Methodius in Trnava (სლოვაკეთი)

Kactus Edu (ბრაზილია)

Selçuk University (თურქეთი)

Baku Engineering University (აზერბაიჯანი)

Kyiv Polytechnic Institute (უკრაინა)

CHRIST, Delhi- NCR (ინდოეთი)

Srinivas University India (ინდოეთი)

Xavier Institute of Management (XIM) University (ინდოეთი)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო