მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე - როგორც უნდათ ჭრიან და კერავენ - როცა ოპოზიცია პირდაპირ აგინებს პარტნიორებს, ამას ვერ ამჩნევენ

როგორც უნდათ ჭრიან და კერავენ - როცა ოპოზიცია პირდაპირ აგინებს დასავლელ პარტნიორებს, ამას ვერ ამჩნევენ, ამიტომ ჯერ ის შეამჩნიონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მერე არასწორ ინტერპრეტაციებზე რომ გადავლენ, მივუთითებთ ხოლმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დასავლური კურსი არ გადაიხედება და ვერც სხვა ხელისუფლება მოახერხებს ამ კონსტიტუციური პრინციპის გადახედვას.

„როცა ისინი პირდაპირ აგინებენ, ამას ვერ ამჩნევენ, ამიტომ ჯერ ის შეამჩნიონ. დარწმუნებული ვარ, რასაც ვამბობ, საგარეო კურსი არ გადაიხედება, ეს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ევროპულო ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გავხდეთ და ყველამ თავი დაანებოს სისულეების ლაპარაკს და სპეკულაციებს, "- განაცხადა მდინარაძემ.

დღეს არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას და მსგავსი ქმედებებით ქვეყანას ისტორიულ არჩევანს აშორებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა