მამუკა მდინარაძე - მიშიზმი არ ვარგა, დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები - მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით აკეთებენ ამას

„მიშიზმი არ ვარგა, თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება, პუტინისტებიც კი აღარ აკეთებენ ამას, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება ერთი ადამიანის ახირებაზე, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, სახელმწიფომ გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ მიშიზმი „ნაცმოძრაობის“ ბევრ ლიდერში, სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი. თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, იცით ეს რა მიმდინარეობაა, კიმ ჩენ ინის, აღიარება რომ არაფრის ხდება, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება. ბოლო პერიოდში რუსეთშიც აღარ გვინახავს, პუტინისტებიც კი აღარ აკეთებენ ამას. რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ვნახე, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ ამას. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება, სხვა შანსი არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა