ტოპ 3 პროდუქტი, რომლის შეძენაც მოგიწევთ საახალწლოდ

ახალი გამოწვევები, ოპტიმისტური პერსპექტივები, განახლებული სურვილები და მისწრაფებები... ახალ წელს ყოველთვის მოაქვს რაღაც ახალი, საიმედო, რაც, მომავალი წლისათვის მეტ შემართებას, ენერგიასა და მოტივაციას გვმატებს.

სწორედ, ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, წინასაახალწლო სამზადისი, სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად, ნეგატიური ენერგიისა და უსარგებლო, მოძველებული ნივთებისგან გათავისუფლებასაც მოიაზრებს. ბევრი მათგანი ცდილობს, თითქმის ყოველწლიურად შეიტანოს სიახლე როგორც საკუთარ, ასევე, საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, დასაჩუქრდეს ან დაასაჩუქროს ისინი. დიდი ცვლილებებისა და სიახლეებისათვის კი, ხშირად, ახალ წელს ელოდებიან, რადგან, მას განსაკუთრებულად ჯადოსნური, სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამისი ნათელი მაგალითია იტალია, სადაც, ახალ წელს, ძველი ნივთებისგან თავისუფლდებიან და მათ, ახალი წლის ღამეს, ფანჯრებიდან ყრიან. იტალიაში სჯერათ, რომ გათავისუფლებულ ადგილს, აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. ასევე, გავრცელებული კიდევ ერთი საახალწლო ტრადიციის მიხედვით, ისინი ახლობლებს წითელი ფერის თეთრეულს ჩუქნიან, რადგან, წითელი ფერი სიახლის სიმბოლოდ ითვლება.

საახაწლო განწყობას წინასაახალწლო სამზადისი ქმნის, რომელიც ტრადიციისამებრ, ყველა ოჯახში განსაკუთრებული რიტუალის სახეს იძენს და განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდება.

ახლობელი ადამიანებისათვის საჩუქრების შერჩევა, სახლში ნივთების განახლება თუ საკუთარი თავის დასაჩუქრება, სხვა ყველაფერთან ერთად, საახალწლო სამზადისის ერთ-ერთი განუყოფელი დეტალებია.

იმისათვის, რომ საახალწლო სიახლეების მოყვარულებს, სამზადისი უფრო გაგიმარიტვოთ, გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადი, პოპულარული ნივთების სია გაგიზიაროთ. ეს კი როგორც საჩუქრის შერჩევაში, ასევე, პირადი, საყოფაცოხვრებო ნივთების განახლებაშიც დაგეხმარებათ.

  1. მობილური ტელეფონები

ახალი წელი ახალი ემოციები, რომლებსაც სჭირდებათ აღბეჭდვა. ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტ სელფის და ვიდეოს ვიღებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია კარგი მოწყობილობა გვქონდეს. წლის ბოლოს კარგი მობილური ტელეფონი კარგი საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საყვარელი ადამიანისთვის! ციფრული ტექნიკის ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად ნივთებს შორის, მობილური ტელეფონები, ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობენ, განსაკუთრებით კი ახალი წლის პერიოდში.

როგორც ონლაინ მაღაზია ციტრუს.ჯის 2018-2021 წლის, წინასაახალწლო პერიოდის საერთო სტატისტიკა მოწმობს, ტელეფონების გაყიდვების წილი ყოველწლიურად იზრდება, ის არასოდეს კარგავს აქტუალურობასა და ინტერესს.

არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, იმისათვის, რომ სასურველი მობილური შეარჩიოთ, განსაზღვრეთ რისთვის გჭირდებათ ის, გადახედეთ მის ძირითად მახასიათებლებს და გააკეთეთ არჩევანი თქვენთვის შესაფერისი მოწყობილობის სასარგებლოდ.

  1. ტელევიზორები

ახალ წელს ყველანი ტელევიზორთან ვართ. თანამედროვე სამყაროში, ეს ის იშვითი შემთხვევაა, როცა ტელევიზორის გარშემო ამდენი ადამიანი იკრიბება. ახალი ტელევიზორის შეძენაზე ფიქრობთ ? მიუხედავად იმისა, ეძებთ 4K რეზოლუციის ახალ, დიდ მონიტორს თამაშის საყურებლად თუ პატარა ტელევიზორს, თუნდაც, თქვენი საძინებლისთვის, სასურველია იცოდეთ ასეთი შეთავაზებებისათვის საუკეთესო პერიოდი,რათა მაქსიმალურად დაზოგოთ შესაძენად გამოყოფილი თანხები. საბედნიეროდ, წელიწადის ერთ-ერთი საუკეთესო დრო ახალი ტელევიზორის შესაძენად, სწორედ საშემოდგომო სეზონია. შავი პარასკევი, კიბერ ორშაბათი და ზოგადად, წინასაახალწლო პერიოდი, დიდი ფასდაკლებებითა და აქციებით გამოირჩევა. ამიტომაც, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ტელევიზორები ამ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ.

  1. ნაძვის ხეები

საახალწლო ნაძვის ხე, რა თქმა უნდა, ამ ნივთის გარეშე წარმოუდგენელია ახალი წელი. ის, ახალი წლის გასალამაზებლად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ოჯახები საგულდაგულოდ ზრუნავენ. განსაკუთრებული რიტუალი კი ნაძვის ხის შერჩევისა და შემდეგ, მორთვის პროცესია, რომელიც ოჯახურ, მეგობრულ, სიყვარულით სავსე იდილიას ქმნის. ეს განწყობა და მუხტი კი ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამემდე მიგვყვება. ნაძვის ხის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე, ცხადია, მასზე მოთხოვნაც ყოველთვის დიდია.

ინტერნეტ მაღაზია Citrus.ge-ს მონაცემებით, წელს, მომხმარებლებმა ნაძვის ხის შესყიდვა ბევრად უფრო ადრე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. კომპანიის ცნობით, გასულ წელს, ნაძვის ხეებზე მოთხოვნა ნოემბრის მეორე ნახევრიდან გაიზარდა, წელს კი ეს ტენდენცია ერთი თვით ადრე დაიწყო.

საახაწლო განახლების დრო მოვიდა, იჩქარეთ...

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა