ხატია დეკანოიძე - ექიმების მიერ შემოწმდეს ნებისმიერი დაწესებულება, მათ შორის გორის ჰოსპიტალი და რაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება, მზად ვარ, ნებისმიერი ვერსია განხილვის საგანი იყოს

ჩემი პოზიცია ასეთია - ექიმების მიერ შემოწმდეს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის გორის ჰოსპიტალი და რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება, მზად ვარ, ნებისმიერი ვერსია განხილვის საგანი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

დეკანოიძის ინფორმაციით, მათი მხრიდან შეთავაზებულია ფორმატი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, ექიმები, ადვოკატები და პარტიის წარმომადგენლები შევლენ, ვინც ხელისუფლებასთან ლოკაციასთან დაკავშირებით გზებს განიხილავს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, შექმნილი ვითარება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ მხოლოდ ის ბერკეტი გაგვაჩნია, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო სამედიცინო ცენტრთან არანაირი პროტესტი არ იქნება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ასეთი უგუნური და არაადამიანური მოპყრობა მათი პასუხისმგებლობაა.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დამიდასტურა, რომ სხვადასხვა საკნის ფანჯრებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები დღეში რამდენჯერმე ისმის.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციები შეასრულოს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა