სალომე ზურაბიშვილი - ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა, სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით

ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს.

„ახლახანს დავასრულე სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში, სადაც საშუალება მომეცა მესაუბრა ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შევხვდი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ესტონეთის პრეზიდენტს, ისლანდიის პრეზიდენტს. ასევე, სიტყვით გამოვედი იუნესკოში, სადაც ხაზი გავუსვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ, კი ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომელიც მოვიპატიჟე თავის დროზე და სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე გაეცნოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ეს ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით. გარეთ, თუ შიგნით ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობას და წინსვლას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება