ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინ „იმედის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ გავრილოვის გამო არ გადადგებოდა, მაგრამ გაიხსენეთ, რა მოხდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, გლდანის ციხესთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს და ამას ვერ დაუშვებს.

გვარამია ასევე გამოეხმაურა პენიტენციური დაწესებულების დღევანდელ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ ის არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ „სისულელე ეთქვათ და ვალი მოეხადათ“, მაგრამ, მისივე თქმით, ამის არავის სჯერა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის გააკეთა.

„საინტერესო იყო ერთი გარემოება - როდესაც თქვეს, რომ გვაქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის და განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომი პერიოდისო. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვეს, რომ 2019-დან გვაქვს ეს გამოცდილება. ეს აბსურდია და გეტყვით რატომ თქვეს - 2018 წელს, ამ ადამიანებს, 40 დღის შიმშილობის თავზე ამ ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი, რადგან მისი შიმშილობა ვერ მართეს. ახალგაზრდა კაცი შიმშილობის გამო გარდაიცვალა.

რაც შეეხება პოსტშიმშილობის პერიოდს, ამ საავადმყოფოს კი არა, საქართველოში, სავარაუდოდ, არცერთ საავადმყოფოს აქვს და საჭირო იქნება კონსილიუმის მსგავსი მიხედვა ამ ყველაფერს, რადგან ერთი საავადმყოფოს რესურსი ამას შეიძლება ვერ ეყოს. დღესავით ნათელი სიტუაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოუწევთ. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შესახებ.

„ვიმედოვნებ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დასკვნა ადეკვატური იქნება და ისინი იტყვიან, რომ საავადმყოფო შეუსაბამოა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი - ამის იმედი მაქვს. თუ ეს დასკვნა სახელმწიფოს მხრიდან გაზიარებული არ იქნება, გასაგებია, რომ სახელმწიფო ადამიანს კლავს, ვინც რაც არ უნდა თქვას. ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ. მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, რომლებიც უკავშირდება ნერვული სისტემის დამშვიდებას. ამაზე არავის უთქვამს, რომ არ იღებს. ის მხოლოდ გლუკოზას და წყალს იღებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება