„თიბისი“ გუნდის 500 ახალ წევრს ეძებს

„თიბისი“, წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „თიბისი“ ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს.

„აქ, ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა შეუერთდე თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყო კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდე 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

„თიბისი“ მილიონობით მომხმარებელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყოველდღიურად სთავაზობს თანამედროვე სერვისებსა და პროდუქტებს.

„თიბისი“ შენთვის ქმნის გარემოს, სადაც საწყისი ეტაპიდანვე გხვდება ტრამპლინი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.

„თიბისი“ არა მარტო ლიდერი ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში, არამედ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასაც წარმოადგენს და მისი გუნდი აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებს, რომლებიც მუდმივად ავითარებენ ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს. შესაბამისად, შენ გეძლევა შესაძლებლობა, დაიწყო კარიერა მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ცოდნას ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპეციალისტები გაგიზიარებენ.

„თიბისი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე. ამის დასტურია „თიბისის“ IT აკადემია, რომელიც საშუალებას გაძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლო თანამედროვე, მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიური მიმართულებით, შეძლო მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროსთან სწრაფი ადაპტაცია და მინიმალურ დროში საინფორმაციო ტექნოლოგიების მრავალ დისციპლინაში ცოდნის გამდიდრება.

„თიბისი“ საბანკო და ტექნოლოგიური სფეროების გარდა სხვა მრავალი მიმართულებითაც გთავაზობს ვაკანსიებს — „თიბისის“ ეჯაილ გუნდები გეძებენ შენ და გთავაზობენ განვითარებას შენთვის საინტერესო სფეროებში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრე ვებსაიტს თიბისი კარიერა.

თუ შენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გსურს, „თიბისის“ თავი გააცნო, მაშინ ამ ბმულზე ატვირთე რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც ისაუბრებ შენს საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, მოტივაციაზე, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურს „თიბისიში“ მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეს შენი საკონტაქტო დეტალების ჩვენთვის გაზიარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა