პატრიარქი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს შეხვდა

17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

"დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში.

მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა", - ნათქვამია განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს