ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრი - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის იმ სტადიაშია, როდესაც შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება - უკვე ვწერთ დასკვნის ტექსტს

მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება.

„როდესაც პაციენტს აქვს რომელიმე ორგანოს - მაგალითად, გულის, ღვიძლის ან ფილტვის დაავადება, სპეციფიკური მკურნალობა არის საჭირო, რაც უფრო ადვილია. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. ჯერ ის სტადიაა, როდესაც ამ ადამიანის ინტენსიურად მკურნალობა შეიძლება და ფატალური გართულებების თავიდან აცილება. ამას სჭირდება ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, კვლევები. იქ არის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით და მორიგეობით“, - განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ერთი შეხედვით, პოლოპროფილურ აწყობილ კლინიკას და გლდანის ციხის საავადმყოფოს შორის დიდი განსხვავებაა.

„ჩვენ ვესაუბრეთ გლდანის ციხის სამედიცინო სამსახურის დირექტორს და ერთ-ერთ რეანიმაციულ ბრიგადას, რომელიც დროებით არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ესენი არიან რეანიმატოლოგები და სააკაშვილი რეანიმაციას ჯერ არ საჭიროებს. მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები და ა.შ. გლდანის ციხეში მომუშავე რეგულარულ პერსონალს ჩვენ არ შევხვედრილვართ და ჩვენს კომპეტენციაში არც იყო მათი პროფესიონალიზმის შეფასება და ეს შეუძლებელიც იქნებოდა.

დანარჩენი დეტალები უკვე დასკვნაში გვექნება, რომელსაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი გამოსცემს. ალბათ, საზოგადოების ფართო სპექტრი გაეცნობა, მათ შორის დიპლომატებიც. ჩვენ უკვე ვწერთ დასკვნის დასრულების ტექსტს“, - განაცხადა გრიგოლიამ.

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების მონიტორინგის შედეგებს უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა