სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი - სააკაშვილის მდგომარეობა ისეთია, რომ პაციენტი საჭიროებს გადაყვანას

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ცხრავე ექიმის პოზიცია ერთიანია.

როგორც ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველისა და მულტიპროფილური ჯგუფის წევრების შეხვედრის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა, დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

მისივე განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთია, რომ საჭიროებს გადაყვანას.

„მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ჩვენ ვთვლით, რომ მისი მდგომარეობა ისეთია, რომ პაციენტი საჭიროებს გადაყვანას, მაგრამ საბოლოო დასკვნას მოგახსენებთ. ამ საკითხზე 9-ვე ექიმი ერთ ჭკუაზე ვართ, გამოვალთ და მოგახსენებთ“, - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ.

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი ამ წუთებში შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების მონიტორინგის შედეგებს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა