ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის ვაქცინაცია გვინდოდა, მაგრამ ვერ გავდივართ ნიშნულზე, მგონი, ამდენი საუბრით ხალხს თავიც მოვაწყინე - პანდემიას ვერაფერი გააჩერებს მასობრივი აცრებისა და წესების დაცვის გარდა

ბატონებო, არ შეიძლება ანტივაქსერობის პროპაგანდა. ეს დანაშაულია ერის წინაშე , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში რთული ვითარებაა.

„წელს მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის ვაქცინაცია გვინდოდა, მაგრამ ვერ გავდივართ ამ ნიშნულზე. ამდენი საუბრით, მგონი, ხალხს თავიც მოვაწყინე. ანტივაქსერიზმის პროპაგანდა დანაშაულია იმ ადამიანების წინაშე, ვისზეც ყოველ დილას მომდის ინფორმაცია - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, იქედან რამდენი იყო აუცრელი. ამ დროს გამოდიან და ხოტბას ასხამენ „ანტივაქსერიზმს“, როგორ შეიძლება ამის პროპაგანდა? - ეს არის ქვეყნის ღალატი და დანაშაული, როდესაც შენ ყველაზე ძლიერი იარაღის უგულვებელყოფას ცდილობ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის შემაჩერებელი ყველაზე ძლიერი საშუალება არის ვაქცინაცია.

„ამას ვერაფერი გააჩერებს, გარდა ერთისა - ეს არის მასობრივი აცრები, რეგულაციების და წესების დაცვა. ჯერჯერობთ, სამწუხაროდ, არ არის მოგონილი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ერთი მოქნევით ყველაფერს შეაჩერებს. ასე მარტივად არ არის სიტუაცია. იმ 40 ქვეყანას შორის, ვინც აცრა თავისი მოსახლეობის თითქმის 70% და იმ ქვეყნებს შორის, ვინც ვერ აცრა, განსხვავება არის ის, რომ კარგად აცრილ ქვეყნებში სიკვდილიანობა და რეანიმაციაში ავადმყოფთა მოხვედრის ალბათობა არის დაბალი. „დელტა“ შტამის გამო აცრების თამასამ აიწია. თუ საუბარი იყო 60-70%-ზე, დღეს საუბარია, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი, რომ შედარებით სიმშვიდე იყოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს