ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა B2C.GE-მ 525 000 ლარი გრანტის სახით მიიღო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა B2C.GE - მ 525 000 ლარი გრანტის სახით მიიღო.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, B2C.GE ელექტონული კომერციის პლატფორმაა - ე.წ. no-code გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს მარტივად და დამოუკიდებლად, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე, შექმნან სრულყოფილი ონლაინ მაღაზია და დაიწყონ გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

„B2C.GE-ის მეშვეობით დღეს აქტიურად ოპერირებს საქართველოში ონლაინ მაღაზიები, როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე საერთაშორისო, გლობალური ბრენდებისთვის.

კომპანია 2018 წლის ბოლოს დაარსდა, 2019 წლის დასაწყისში სტარტაპმა GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა, მიღებული გრანტი პლატფორმის სრულყოფას მოხმარდა. 2020 წლის შემოდგომაზე კომპანიამ გაიარა 500Startups - ის აქსელერაციის პროგრამა, რაც დაეხმარა მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის და ინვესტიციების მოზიდვის პროცესისთვის მომზადებაში. GITA - ს გრანტს სტარტაპი გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის, კონრეტულად კი მეზობელ ქვეყნებსა და შუა აზიის ქვეყნებში შესვლისათვის. კომპანია აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ბაზრებზე პილოტირებისთვის უკვე მზად არის, 2022 წლის მეორე ნახევრიდან კი ფოკუსირებას მოახდენს შუა აზიის ქვეყნებზე.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს