გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 65 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ქვეყნის ინფექციური დაავადებების სააგენტოს, „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლოთარ ვილერის განცხადებით, ეს რიცხვი რეალურად, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს.

„ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს," - განაცხადა ვილერმა.

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია. მერკელი დღეს გერმანიის 16-ვე მხარის პრემიერებთან შეხვედრას და საჭირო ზომების განხორციელებაზე მსჯელობას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა