საიას თავმჯდომარე - ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და თუ ხელისუფლების პოზიცია განსხვავებულია, იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და თუ ხელისუფლების პოზიცია განსხვავებული იქნება, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

როგორც სიმონიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„როდესაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ არგუმენტებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ფაქტია, რომ ეს საკითხი ასე კომპლექსურად არ შესწავლილა. შეისწავლა მხოლოდ ამ კონსილიუმმა და არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დავაყენოთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ განსხვავებული პოზიციები უნდა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, თუმცა რასაც ვხედავთ, ფაქტია, რომ საფუძველი არაა, რომ ამ დასკვნაში ეჭვი შევიტანოთ. მეტიც, ვფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს