გურამ მაჭარაშვილი ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე - თქვეს, რომ თანამედროვე აღჭურვილობა არის, ექიმებს პროფესიონალიზმი არ დაუწუნეს, მაგრამ თქვეს, რომ შენობას გამოცდილება არ აქვს

მათ თქვეს, რომ თანამედროვე აღჭურვილობა არის, ექიმებს პროფესიონალიზმი არ დაუწუნეს, მაგრამ თქვეს, რომ შენობას გამოცდილება არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, როდესაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას გამოეხმაურა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ექიმებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული სამედიცინო საჭიროება, რომელსაც სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში ვერ იღებს.

„დავინახეთ, რომ ექიმებმა თავის თავზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და პირდაპირ ვერ თქვეს, რომ ახლა სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ეს არ არის მე-18 დაწესებულებაში. თქვეს, რომ ეს ასე არ არის, თუმცა მათი აზრია, რომ სჯობს, რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა სააკაშვილმა. კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებს. ვარაუდი გამოითქვა, რომ შეიძლება, ინტენსიური თერაპია დასჭირდეს, მაგრამ ისიც არ თქვეს, რომ ინტენსიური თერაპიისთვის არ არის შესაბამისი აღჭურვილობა. მათ თქვეს, რომ თანამედროვე აღჭურვილობა არის, ექიმებს პროფესიონალიზმი არ დაუწუნეს, მაგრამ თქვეს, რომ შენობას გამოცდილება არ აქვს. ანუ, თუ ტექნიკა თანამედროვეა და ექიმები არიან პროფესიონალები, შენობის გამოცდილება არ მესმის, რისთვის შეიძლება იყოს საჭირო,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა