ზურაბ ბატიაშვილი - პრეზიდენტის განცხადებებში, რომელიც სააკაშვილს ეხებოდა, გარკვეული ცვლილებები დავინახეთ და სწორედ ეს შეცვლილი ტონი არის სად იქნება ამა თუ იმ პოლიტიკოსის ადგილი

ძალიან მალე მკაფიო პოზიციის დაფიქსირება არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველას მოუწევს, ვინც კი პოლიტიკაშია - აქ ნეიტრალიტეტი არ იქნება, ან ხარ რუსეთისკენ, ან ხარ დასავლეთისკენ - დადგა „წითელი ხაზების“ გავლების დრო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ის შეეცადა ერთგვარად დისტანცირება მოეხდინა მმართველი პარტიისგან, თუმცა განცხადებებს მკაფიოობა აკლდა.

„ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მკაფიოობა აკლია. გასაგებია, რომ ის ევროპაში იმყოფებოდა და ჰქონდა შეხვედრები, სადაც ალბათ სხვადასხვა საკითხზე ჰქონდა საუბრები. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდი, რასაც ვხედავთ რუსეთთან დაახლოების და დასავლეთთან დისტანცირების პოლიტიკას - ამისგან, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცდილობს შორს დაიჭიროს თავი და არ იყოს მონაწილე ამ პროცესის, თუმცა უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენების მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს მომენტიც დადგება, რადგან ის საშიში პროცესები, რომლებიც საქართველოში ვითარდება და პირდაპირ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, არ მისცემს მას საშუალებას, რომ ასეთი შუალედური განცხადებები გააკეთოს. დადგა „წითელი ხაზების“ გავლების დრო და დადგა დრო, რომ ყველამ დააფიქსიროს სად იქნება მისი პოზიცია და ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ მაღალი თანამდებობის პირებს და მათ შორის, პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს „წითელი ხაზების“ საკითხი კიდევ უფრო მნიშვენლოვანი გახდება და ყველას მოუწევს სადღაც თავისი თავის დაფიქსირება.

წინა განცხადებებთან შედარებით, გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც ეხებოდა მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, გარკვეული ცვლილებები დავინახეთ და სწორედ ეს შეცვლილი ტონი არის სად იქნება ამა თუ იმ პოლიტიკოსის ადგილი, მაშინ როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვის ნიშნები და ეს კითხვის ნიშნები, რაც დრო გავა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო არენაზე. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა კარგად იცის საერთაშორისო ურთიერთიერთობებში არსებული განწყობები, დამოკიდებულებები და აქედან გამომდინარეც იყო, რომ ის ცდილობს დისტანცირებას „ქართული ოცნებისგან“. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება ძალიან მალე არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველას მოუწევს ვინც კი პოლიტიკაშია - აქ ნეიტრალიტეტი არ იქნება, ან ხარ რუსეთისკენ, ან ხარ დასავლეთისკენ, მეტი პოზიცია არ იქნება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია და საქართველოს სახე გამოიხატება იმაში, თუ როგორ მოეპყრობა მიხეილ სააკაშვილს და როგორ იქნება მისი ღირსება დაცული.

მისივე თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს