მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობაზე კომიტეტის ფორმატში, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან  შეხვედრაა დაგეგმილი

იმ ფონზე, როდესაც სამედიცინო თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამატებითი წყაროები გაჩნდა, დღეს, კომიტეტის ფორმატში, დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან შეფასებითი ვიზიტი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული და მათგან თანხმობას ელიან.

პარლამენტის ბიურომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარდგენილი 1383 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია გადასცა. პეტიციის ხელმომწერები სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა