ივანე ჩხაიძე - გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს

ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ, ძალიან დაბალი იქნება - დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება, ასევე არ მოუმატია იმუნიზაციის მაჩვენებელს.

„პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ მოლოდინად რჩება. 60 წელს გადაცილებულთა ფინანსური დაინტერესების და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების მიუხედავად, ჯერ უცვლელი რჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ამ ორ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, - აღნიშნავს ჩხაიძე და დასძენს, რომ აღნიშნული ეპიდვითარების ფონზე, რთულია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. ასევე განმარტავს, რომ „მედპერსონალი უკიდურესად გადაღლილია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა